|
2018-12-26 20:34:09, 1271 ნახვა
საზოგადოება
ფილმის „საქართველო - ღვინის სამშობლო“ პრემიერა გაიმართა
დღეს სამეცნიერო-მხატვრულ დოკუმენტური ფილმის „საქართველო-ღვინის სამშობლო“ პრემიერა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სამეცნიერო და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ფილმი საერთაშორისო სამეცნიერო კვლევას ეძღვნება, რომელმაც ისტორიული აღმოჩენა გააკეთა და მეცნიერულად დაასაბუთა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და 8000 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ღვინის პირველი წარმოება, რაც უწყვეტად გაგრძელდა თანამედროვეობამდე. ფილმი ასევე მოგვითხრობს სამეცნიერო პროექტის „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის“ სახელმწიფო პროექტისა და მის ფარგლებში, 2017 წელს, ბორდოში Cité des Civilisations Du Vin-ში გამართული გამოფენის შესახებ. ბორდოში, ღვინის ცივილიზაციათა ცენტრში გამართული ეს გამოფენა, რომელიც 3 თვეს გრძელდებოდა და რომელმაც ათობით ათასი მნახველის უდიდესი ინტერესი დაიმსახურა იყო უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის, მისი კულტურის, ისტორიის და ღვინის წარმოების, როგორც ჩვენი იდენტობის ნაწილის მსოფლიოსთვის ჩვენების გზაზე. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე, ხოლო კოორდინატორი - ღვინის ეროვნული სააგენტოს მეცნიერი, საქართველოს მევენახეობის დარგის პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი დავით მაღრაძე. სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმი გადაღებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს „საქპატენტის“ მხარდაჭერით. ორმოცწუთიანი ფილმის რეჟისორია ალექსანდრე გაბუნია. გადაღებები სხვადასხვა დროს საქართველოსა და აშშ-ში, ასევე იტალიასა და საფრანგეთში მიმდინარეობდა. ფილმი დაღებულია სტუდია „სინემანი ფილმს“-ის ბაზაზე. მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი 2019 წლიდან წარდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყნის თემატურ ფესტივალებზე.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)