|
2018-12-25 18:26:34, 2207 ნახვა
ეკონომიკა
დეპოზიტების მოცულობამ პირველი დეკემბრისთვის 22 მილიარდი ლარი შეადგინა
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი დეკემბრისათვის 22.0 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 252.9 მლნ ლარით, ანუ 1.1 პროცენტით ნაკლებია პირველი ნოემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.8 პროცენტით ნაკლები). ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების კლებას 56.3 მლნ ლარით, ანუ 0.4 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.1 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 196.7 მლნ ლარით, ანუ 2.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.0 პროცენტით). დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 36.02 პროცენტი შეადგინა. პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.58 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.69 პროცენტული პუნქტით). ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.8 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.0 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.6 პროცენტი. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.4 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 14.9 პროცენტი შეადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)