02:38 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-25 15:43:40, 1707 ნახვა

კომენტარი
ქობულია: ლარი შეიძლება მხოლოდ იმისგან გაიაფდეს, თუ იქნება ფსიქოლოგიური დაწოლა და პანიკური ხასიათის მოვლენები

„ლარი შეიძლება ამ სიტუაციაში მხოლოდ იმისგან გაიაფდეს თუ იქნება დიდი ფსიქოლოგიური დაწოლა და პანიკური ხასიათის მოვლენები“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულია დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, მისთვის გაუგებარია როგორ უნდა გაიაფდეს ლარი, როდესაც დოლარის მოცულობა ქართულ ეკონომიკაში დიდია. 

„ძირითადი გზავნილი აქ შემდეგია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ლარის კურსს აქვს სტაბილურობა და ის შეიძლება იყოს გამყარებული კიდევაც, მაგრამ როგორც მინიმუმ, იქნება სტაბილური, საიდან მოგვაქვს ჩვენ ეს აზრები, ეს არ არის ჩვენი განცდა. ეს არის მათემატიკაზე დამყარებული დასკვნები. ლარის კურსი რომ დაეცეს, დოლარი უნდა იყოს ნაკლები ეკონომიკაში, დოლარი უნდა გავიდეს სადღაც ან იმპორტში უნდა გავიდეს. მოგიყვანეთ დაანგარიშება 2017-2018 წლებს შორის, ლარი ნაკლები კი არა, 65 მილიონი დოლარით მეტი დოლარი იყო ეკონომიკაში. რისგან უნდა გაიაფდეს ლარი. ლარი შეიძლება ამ სიტუაციაში მხოლოდ იმისგან გაიაფდეს თუ იქნება დიდი ფსიქოლოგიური დაწოლა და პანიკური ხასიათის მოვლენები, თორემ ფუნდამენტალურად მეტია დოლარი და როგორ შეიძლება ლარი დავარდეს. ამას ფიზიკის და ეკონომიკის კანონები ეწინააღმდეგება", - განაცხადა გიორგი ქობულიამ. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics