|
2018-12-25 15:45:47, 1233 ნახვა
საზოგადოება
ქობულია - დიასახლისები აცხადებენ, რომ მუშაობა არ უნდათ
„ბევრი აცხადებს, რომ მუშაობა არ უნდა - ტიპიური წარმომადგენლები დიასახლისები არიან“, - ამის შესახებ ეკონიმიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ასევე არიან სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები, ვისაც მუშაობა საერთოდ არ უნდათ. „3.7 მილიონი ადამიანიდან ჩვენი მუშახელი, ანუ ის ადამიანები, რომლებსაც მუშაობა შეუძლიათ, არის მიახლოებით 2 მილიონი. დანარჩენი არის 15 წლამდე ბავშვი, საპენსიო ასაკის ხალხი... აგრეთვე, ჩვენ გვყავს, მივაქცევ ყურადღებას, ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი, რომელსაც ჰქვია სამუშაო ძალის გარეთ. ყველაზე ტიპიური წარმომადგენლები ეს არიან დიასახლისები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ მუშაობა არ გვინდა, მარა აქ არი კიდე სხვადასხვა კატეგორია ადამიანების, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ საერთოდ მუშაობა არ გვინდა. აი, ამ ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, ნაწილობრივ მაინც, აგრეთვე ჩვენი ამოცანაა. თვითონ სამუშაო ძალას რაც შეეხება, ჩვენთან 842 ათასი კაცი მუშაობს, მაგრამ 881 ათასი ადამიანი, გარდა უმუშევარი 276 ათასისა, არის თვითდასაქმებული“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)