|
2018-12-25 13:07:49, 870 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი - პატრიარქის მოღვაწეობის პერიოდი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში აღმშენებლობის ხანაა
„საქართველოს პატრიარქის მოწოდება სამშობლოს სიყვარულზე, შემწყნარებლობაზე, შრომისმოყვარეობაზე, განათლებისკენ სწრაფვაზე არის სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს საქართველოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მცხეთაში განაცხადა, სადაც პატრიარქის აღსაყდრების 41-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვას ესწრება. მთავრობის მეთაურის თქმით, ილია მეორის მოღვაწეობის პერიოდი უპრეცენდენტო აღმშენებლობის ხანაა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. „მინდა ყველა მართლმადიდებელს მივულოცო, დღეს შესრულდა 41 წელი საქართველოს პატრიარქის აღსაყდრებიდან. ამ პერიოდის განმავლობაში აშენდა, რესტავრაცია ჩაუტარდა და აღდგა ძალიან ბევრი ეკლესია-მონასტერი და ეს არის მართლაც უპრეცენდენტო აღმშენებლობის ხანა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. საქართველოს პატრიარქის მოწოდება სამშობლოს სიყვარულზე, შემწყნარებლობაზე, შრომისმოყვარეობაზე, განათლებისკენ სწრაფვაზე არის სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს საქართველოს. მინდა, დიდი მოწიწებით მას უღრმესი მადლობა გადავუხადო იმ ღვაწლისთვის, რაც მან შეიტანა და შეაქვს ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების საქმეში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)