10:25 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-24 13:04:24, 3364 ნახვა

მსოფლიო
მუამარ კადაფის შვილი ვლადიმერ პუტინს ლიბიის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერას სთხოვს

ლიბიის ყოფილი დიქტატორის მუამარ კადაფის შვილმა საიფ ალ-ისლამ კადაფიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა და ოფიციალურ მოსკოვს ლიბიის საპრეზიდნეტო არჩევნებში მხარდაჭერა სთხოვა, - ამის შესახებ Bloomberg იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, კადაფის 46 წლის ვაჟი ვლადიმერ პუტინს ფინანსურ დახმარებასაც სთხოვს. 

წერილში, კადაფი ყვება თუ როგორ ხედავს ის ლიბიის მომავალს, ამბობს, რომ შესაძლოა, ლიბიის 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყაროს კენჭი და პუტინს მოუწოდებს სხვა ძალაუფლების ცენტრებთან მოლაპარაკებებში მისი შუამავალი იყოს. 

კადაფი უმცროსმა პუტინს წერილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ ბოგდანოვის, საშუალებით გადასცა, როდესაც დეკემბრის დასაწყისში მათი შეხვედრა შედგა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ირანის წინააღმდეგ დამოუკიდებლად ომისთვის მზადყოფნა გამოაცხადა
CNBC: ტრამპმა ტექნოლოგიური გიგანტები 2025 წლის საბაზრო კრახის დროს შეიძინა
სარაკეტო დარტყმების შემდეგ ბელგოროდში ელექტროენერგიისა და წყლის გათიშვა მოხდა - ერთი ქალი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics