|
2018-12-24 09:21:12, 975 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები წინასაახალწლოდ, უწყვეტ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში, წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის აღკვეთის მიზნით, უწყვეტ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ. დეპარტამენტის ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე ღიად და ზოგ შემთხვევაში - ფარულად, ნაძვისა და სოჭის სახეობის ხე-მცენარეები იყო განთავსებული. მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეახსენებს მოსახლეობას, რომ სამართალდამრღვევებს გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც დაეკისრებათ. ხოლო, თუ ზიანის თანხა შეადგენს ან აღემატება 1000 ლარს, პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)