|
2018-12-21 15:56:37, 1452 ნახვა
პოლიტიკა
დანიის მიგრაციის მინისტრი - დანიაში თავშესაფრის მძებნელთა რაოდენობის შემცირება საქართველოს მთავრობის ძალისხმევის შედეგია
დანიის მხარე პოზიტიურად აფასებს საქართველოდან დანიაში თავშესაფრის მძებნელთა რაოდენობის შემცირებას. ამაზე საუბარია წერილში, რომელიც დანიის სამეფოს მიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრმა ინგერ სტოიბერგმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს გამოუგზავნა. დანიის მიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მთელი ვიზა ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ წარმოქმნილ გამოწვევებს სერიოზულად მოეკიდა. დანია მაღალ შეფასებას აძლევს „საქართველოს მიერ განხორციელებულ, თუ მომავალში დაგეგმილ მთელ რიგ ღონისძიებებს, კერძოდ საინფორმაციო კამპანიებს, საკანონმდებლო ცვლილებებსა თუ სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, რომელთა მიზანია შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის აღკვეთა". ინგერ სტოიბერგი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს დანიაში უკანონოდ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების პროცესის დაჩქარების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას. წერილის მიხედვით, დანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა და საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთათვის სწრაფი პროცედურა მოქმედებს. დანიის მიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრი პოზიტიურად აფასებს დავით ზალკალიანის ვიზიტს დანიაში და იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)