|
2018-12-20 14:21:48, 2134 ნახვა
ეკონომიკა
აგრობიზნესის მთლიანი გამოშვება 185.9 მილიონი ლარით გაიზარდა
2018 წლის მე-3 კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აგრობიზნესის მთლიანი გამოშვება 185.9 მლნ ლარით (7.5%) გაიზარდა. საქსტატმა 2018 წლის მესამე კვარტლის ეროვნული ანგარიშების წინასწარი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. რომლის თანახმად აგრობიზნესის მთლიანი გამოშვებიდან, პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება 99.6 მლნ ლარით (9.5%) გაიზარდა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის გამოშვება კი 86.2 მლნ ლარით (6.1%). სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა; თევზჭერასა და მეთევზეობის სექტორში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტი მუდმივ ფასებში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მშპ 17.5 მლნ ლარით (3.8%) არის გაზრდილი. 2018 წლის 3 კვარტალში ჯამურად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით: აგრობიზნესის მთლიანი გამოშვება 337.2 მლნ ლარით (5.2%) გაიზარდა. აქედან, პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება 151.1 მლნ ლარით (5.2%), ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის გამოშვება 186.1 მლნ ლარით (5.2%) გაიზარდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)