|
2018-12-20 13:34:38, 959 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში მცენარეთა ეროვნული გენეტიკური ბანკის შექმნაზე მსჯელობენ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით საქართველოში მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოლექციების არსებული მდგომარეობის, მათი შენარჩუნების და ეროვნული გენ ბანკის ჩამოყალიბების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯამჯურიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გურამ ალექსიძე, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“, ბოტანიკის ინსტიტუტის, ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაციის (AFRD), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა, მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოლექციების მიმდინარე მდგომარეობა და პერსპექტივები, ადგილობრივი და საერთაშორისო მონაცემთა ბაზები, მცენარეთა გენეტიკური რესურსების მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და მათი საქმიანობა განიხილეს. მნიშვნელოვანი ყურადღება სამომავლო გეგმებს დაეთმო, რომელიც ეროვნული გენ ბანკის ჩამოყალიბებას და ამ მიმართულებით სხვადასხვა უწყების კოორდინირებულ მუშაობას გულისხმობს. „ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია გენეტიკური რესურსების დაცვა და ეს საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი პრიორიტეტია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამოქმედო გეგმაში გაწერილია ის აქტივობები, რომელიც უკავშირდება გენეტიკური რესურსების დაცვის საკითხებს. ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუქცია სწორედ გენეტიკური რესურსების მოძიება, დაცვა, კონსერვაცია და გენ ბანკის შექმნაა“, -განაცხადა ლევან უჯმაჯურიძემ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მცენარეთა გენეტიკური მასალა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, არასამთავრობო ორგანიზაციასა და კერძო კომპანიებში, ასევე სხვადასხვა ქვეყნის გენ ბანკებში ინახება. დღეისთვის გენეტიკური რესურსების მიმართულებით არ არსებობს მონაცემთა ერთიანი ცენტრალური ბაზა და ორგანო, რომელიც გენეტიკურ რესურსებზე მომუშავე არსებულ ორგანიზაციებს კოორდინირებასა და დახმარებას გაუწევს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართულ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის შექმნა გადაწყდა, რომელიც სწორედ ეროვნული გენბანკის შექმნასა და ამ მიმართულებით მაკოორდინირებელი ორგანოს ჩამოყალიბებაზე იმუშავებს.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)