|
2018-12-20 13:22:58, 1213 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელებისთვის 80 მილიონი დაიხარჯება
„მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელებისთვის 80 მილიონი დაიხარჯება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სამგორიდან ლილოს მიმართულებით დაახლოებით 8 ახალი მეტრო-სადგური აშენდება. ამასთან, შესაძლებელი იქნება სამგორიდან აეროპორტის მიმართულებით მოემსახუროს მიწისზედა მეტრო მგზავრებს. „პრემიერმა ისაუბრა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ რეფორმებზე, რომელიც მომავალ წელს განხორციელდება და და ერთ-ერთი ასეთი არის ახალი მიწისზედა მეტროს გახორციელება დედაქალაქში, სამგორიდან ლილოს მიმართულებით დაახლოებით 8 ახალი მეტრო-სადგური აშენდება ამ პროექტის ფარგლებში და ასევე, შესაძლებელი იქნება სამგორიდან აეროპორტის მიმართულებით მოემსახუროს მიწისზედა მეტრო მგზავრებს, დაახლოებით 80 მილიონი დაიხარჯება ამ პროექტის განხორციელებისათვის. უახლოეს დღეებში პროექტზე ტენდერი იქნება გამოცხადებული და წლის ბოლოსთვის გვექნება უკვე სრული ინფორმაცია, მონაცემები პროქტის სახით და დავიწყებთ განხორიცელებას“, - განაცხადა კახი კალაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)