|
2018-12-20 12:20:44, 1022 ნახვა
საზოგადოება
უმრავლესობის წევრი მოსამართლეს თხოვნით მიმართავს, დავით კირკიტაძეს პატიმრობა არ შეუფარდოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი მოსამართლეს თხოვნით მიმართავს, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, დავით კირკიტაძეს პატიმრობა არ შეუფარდოს. ამასთან, როგორც ოქრიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, კირკიტაძემ კპასუხი უნდა აგოს საკუთარ მოქმედებებზე. “მსურს, გამოვეხმაურო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირტიკაძის საქმეს, რომელიც ამ წუთებშიც გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს. უდავოა, რომ მისი ქმედებები პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სამართლებრივად უნდა შეფასდეს. მან პასუხი უნდა აგოს თითოეულ იმ მოქმედებაზე, რაც მთელმა საზოგადოებამ იხილა. ამასთანავე, ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს უახლოეს წარსულში მომხდარი მსგავსი შემთხვევები - სახელმწიფო მოხელეებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტები, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები და სხვა გადაცდომები, რომელთა გამოც სასამართლომ ამ პირებს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა არა პატიმრობა, არამედ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება. სწორედ სამართლიანი სასამართლოს პრინციპებიდან გამომდინარე, რათა არავის გაუჩნდეს ეჭვი, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი მოქმედებს, დავით კირკიტაძის მიმართაც შესაძლებელია არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება. ამიტომ ვთხოვ დავით კირკიტაძის საქმის განმხილველ მოსამართლეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, მას შეუფარდოს არასაპატიმრო სასჯელის რომელიმე ფორმა - გირაო, ან შინაპატიმრობა, თუ ეს შესაძლებელია“, - ნათქვამია კახა ოქრიაშვილის განაცხადებაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)