|
2018-12-19 20:12:19, 1527 ნახვა
პოლიტიკა
ევროკომისია: საქართველო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულების შესრულებას აგრძელებს
საქართველო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულების შესრულებას აგრძელებს, - ამის შესახებ ევროკომისიის მეორე ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ მოთხოვნების შესრულებას ეხება. ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მიღებული იყო კონკრეტული ზომები არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევების მოსაგვარებლად, საჭიროა შემდგომი დაუყოვნებლივი ქმედებები ამ პრობლემების გადასაჭრელად, თავშესაფრის მოთხოვნის უსაფუძვლო განაცხადების გაზრდილი რაოდენობის ჩათვლით. „ყურადღებას საჭიროებს შემდეგი სფეროები: დაინტერესებულ ქვეყნებთან ოპერატიული თანამშრომლობის გაძლიერება შენგენ+ ზონაში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის უსაფუძვლო განაცხადების სწრაფი შემცირების მისაღწევად; სასაზღვრო კონტროლის გაძლიერება ფუნდამენტური უფლებების სრული გათვალისწინებით; უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით არსებული უფლებისა და ვალდებულებების შესახებ საინფორმაციო კამპანიების ორგანიზების გაგრძელება; ტრანსსასაზღვრო სამართალდაცვითი თანამშრომლობის გაძლიერების გაგრძელება საქართველოდან ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან საბრძოლველად; ანალიზზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმიანობის რეფორმის დასრულება და დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება პრიორიტეტის სახით; ანტიკორუფციული ჩარჩოს გაძლიერების გაგრძელება, მათ შორის აქტივების აღდგენის დამოუკიდებელი სამსახურის შექმნის გზით“, - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში გამომდინარეობს კომისიის ვალდებულებიდან გაუწიოს მონიტორინგი მესამე ქვეყნების მიერ ვიზების ლიბერალიზაციით გათვალისწინებული მოთხოვნების უწყვეტ შესრულებას და ანგარიში მისი შედეგების შესახებ წარუდგინოს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს სულ მცირე წელიწადში ერთხელ. შეფასების პერიოდი 2017 წლის დეკემბერში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის2 ფარგლებში პირველი ანგარიშის მიღებიდან იწყება. ანგარიშის სტატისტიკური ნაწილი ევროკავშირის 26 წევრ სახელმწიფოს ფარავს, რომელზეც (ევროკავშირის) 2018/1806 რეგულაცია ვრცელდება და შენგენის ოთხ ასოცირებულ ქვეყნას (შემდგომში "შენგენ+ ზონა")4. კონკრეტული სფეროების შეფასება ძირითადად ეყრდნობა ინფორმაციას, რომელიც ევროსტატს მიაწოდა შენგენ+ ზონის ქვეყნებმა, ევროკავშირის უწყებებმა (ევროპის პოლიციის სამსახურმა, თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროში ფართომასშტაბიანი კომპიუტერული სისტემების ოპერატიული მართვის ევროპულმა სააგენტომ (eu-LISA), ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისმა (EASO), ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტომ (EBCGA) და ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტომ); ასევე მოხდა ინფორმაციის გაცვლა ევროკომისიას, ევროკავშირის საგარეო სამსახურსა და უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნებს შორის.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)