|
2018-12-19 14:06:23, 1169 ნახვა
საზოგადოება
მაია ბითაძე: ფიჭვის ყველა კორომი არის დაავადებული და განკურნებას არ ექვემდებარება
დედაქალაქის მერია დაავადებული ფიჭვების გეგმიურ სანიტარულ ჭრას ახორციელებს. თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, ხეების განკურნება უკვე დაგვიანებულია. „პრაქტიკულად, ფიჭვების ყველა კორომი, რომელიც დღეს თბილისში გვაქვს, არის დაავადებული და სამწუხაროდ, განკურნებას არ ექვემდებარება. ამაზე არსებობს რეკომენდაციები ჩვენი ესპანელი პარტნიორებისგან, რომლებიც ცოტა ხნის წინ სპეციალურად ამ მიზნით ჩამოვიდნენ თბილისში. ჩვენი გეგმაა მთლიანად მწვანე საფარის განახლება როგორც ფერდობებზე, ასევე, ურბანულ გარემოში“, - განაცხადა მაია ბითაძემ. მისი თქმით, დაავადების მასშტაბები ძალიან დიდია და სანიტარული ჭრები მომავალ წელსაც გაგრძელდება. „მასშტაბი ძალიან დიდია, რაც უკვე ვიზუალურადაც ჩანს. შესაბამისად, სანიტარული ღონისძიებები როგორც წელს, ასევე, მომდევნო წელსაც არის დაგეგმილი. საუბარია ათი ათასობით ხეზე, რომელიც როგორც ურბანულ გარემოში, ისე თბილისის სატყეო უბნებში იქნება მოჭრილი, თუმცა იმ პროგრამით, რომელსაც მუნიციპალიტეტი გეგმავს, თითოეული ხის ნაცვლად დაირგვება ახალი ხე, იმ სტანდარტით, რომელიც ჩვენ უკვე დავნერგეთ“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)