|
2018-12-18 19:59:13, 1537 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაში - „ელჩების კონფერენცია 2018“ მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ქართველი დიასპორების აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრა, როგორც ექსპორტის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების, ასევე საგრანტო და ტექნიკური დახმარების კუთხით. სიტყვით გამოსვლისას ლევან დავითაშვილმა სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ჩანაწერზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით ქართველ დიასპორებში არსებულ დიდ პოტენციალს გაუსვა ხაზი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქართული ღვინის ექსპორტზეც ისაუბრა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა, ქართული ღვინის აქტიური წარმოჩენისა და მის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)