|
2018-12-18 12:56:31, 896 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილება საერთაშორისო ფორუმზე - TISIFF 2018 განიხილეს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმზე - TISIFF 2018 განიხილეს. მოხსენება "ბლოკჩეინი მთავრობისთვის – კონცეფციიდან რეალობამდე" – საჯარო რეესტრის პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა წარადგინა. ფორუმის მეოთხე პლენარულ სესიაზე მარიამ ტურაშვილმა უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების მიმართულებით საჯარო რეესტრის გამოცდილებაზე, სამომავლო გეგმებზე, პროექტის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მარიამ ტურაშვილმა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ბლოქჩეინის ტექნოლოგიები სამთავრობო სერვისებში და, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მაგალითით უცხოეთის სამეცნიერო წრეები დაინტერესდნენ. „ჩვენ კონსულტაციას ვუწევთ სხვადასხვა ქვეყნის - ევროპის, აზიის, სამხრეთ ამერიკის, აფრიკის ქვეყნების წარმომადგენელებს. გვაქვს ამბიცია, რომ გავხდეთ ბლოქჩეინის ჰაბი არა მარტო ქვეყანაში, არამედ რეგიონში", - განაცხადა მარიამ ტურაშვილმა. თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმზე (TISIFF 2018) განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ინოვაციური დაფინანსების არსებული ინსტრუმენტი, ინოვაციური პლატფორმების აუცილებლობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებისათვის, კრიპტოვალუტა და ბლოქჩეინი - ახალი ინსტრუმენტი მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებისთვის. ასევე შემუშავდა TISIFF 2018-ის რეკომენდაციები, რომელიც ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს სახელით გაეროს გენერალური მდივნის აპარატს წარედგინება. ღონისძიებაში 150 დელეგატი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ 17 ქვეყნის საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციების წევრები, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოში მომუშავე სამთავრობო, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)