|
2018-12-17 19:37:15, 1461 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი კირკიტაძის დაკავებაზე: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსულ საქართველოში [ვიდეო]
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსულ საქართველოში" - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გურჯაანში განვითარებულ მოვლენებსა და გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის დაკავებას. სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში ბიძინა ივანიშვილის "მანიაკი" უწოდა. „დაწყებული არჩევნების მეორე ტურიდან, გუშინდელი მოვლენებით გაგრძელებული და დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის დაკავებით, მინდა გითხრათ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსულ საქართველოში. საქართველოში მყარდება სუფთა რუსული ტიპის რეჟიმი ივანიშვილის მიერ და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის აგენტის, გახარიას მიერ. ეს არის რუსული რეჟიმი, ოღონდ რუსული პენსიების გარეშე, რუსული შემოსავლების გარეშე, უბრალოდ რუსული სისტემით და პოლიტიკის გაქრობით. მესმის, რომ ყველას აქვს თავისი საქმე, ყველა ფიქრობს საკუთარ გადარჩენაზე, ქვეყანა იცლება ხალხისგან, ყველას უნდა ლუკმა პურის მოპოვება. მესმის, რომ ყველას ვერ მოთხოვ ქუჩაში დგომას. მითუმეტეს, რომ თქვენ უკვე მიეცით ხმები არჩევნებზე და არჩევნები ივანიშვილმა მოიპარა. მაგრამ იცოდეთ, რომ კირკიტაძის და მელიას განეიტრალებით, აქტიური რეგიონების ხალხის განეიტრალებით, ივანიშვილი გართევთ ბოლო იმედს, რომ ამოძვრეთ იმ ნეხვიდან, რომელშიც ის ძირავს საქართველოს, გართმევთ იმედს, რომ ოდესმე ისევ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ. თუ ამ ადამიანებს დღეს გვერდში არ დავუდგებით, ხვალ თქვენც არავინს დაგიცავთ. ეს ხარბ მანიაკი, ახალგამოჩეკილი დიქტატორი, ბოლომდე გაგძარცვავთ და ჯიბეებიდან უკანასკნელ კაპიკებს ამოგაცლით. საქართველოშ გამყარდა ოლიგარქიული დიქტატურა, დარჩა მხოლოდ ცალკეული წინააღმდეგობის ცენტრები, მაგრამ ჩვენი ბრძოლა იქნება ძალიან პრინციპული. ჩვენ არასდროს შევეგუებით იმას, რომ საქართველო "გააბანძონ" და აქციონ რუსეთის დანამატად. ყველაფერი გამოგვივა თუ ჩავკიდებთ ერთმანეთს ხელს. სამწუხაროდ პოლიტიკა აღარ დარჩა დღეს დარბაზებში, მან გადაინაცვლა მთლიანად ქუჩაში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)