|
2018-12-17 16:42:14, 1411 ნახვა
პოლიტიკა
ლავროვი საქართველო-ნატო-ს ურთიერთობებზე: რას მთავაზობთ? გავგუდოთ საქართველო? - მომხრეებს დავკარგავთ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან კავშირების გაწყვეტა დაუშვებელია. როგორც ლავროვმა „კომსომოლსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთთან ურთიერთობის მომხრეა. კითხვაზე - რატომ არ იყენებს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკურ ბერკეტებს, მინისტრის განმარტებით, ეს საქართველოში რუსეთთან ურთიერთობის მომხრეთა რაოდენობას შეამცირებს. „თავიდან დაინიშნა საქართველოსთან ჩარტერული რეისები, შემდეგ- რეგულარული. შემდეგ რეისების რაოდენობა გაიზარდა. ხალხი ამ რეისებით სარგებლობს. თვითმფრინავები სავსეა ტურისტებით. გვაქვს სავაჭრო ურთიერთობა. მგონი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორი ვართ. რეგულარულად ტარდება ღონისძიებები სამოქალაქო საზოგადოების ხაზით. ხალხი ერთმანეთს ხვდება, საუბრობს. წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი რომ ჩავშალოთ. ბაზებს იქ მაინც ააშენებენ, ბატალიონებსაც მოამზადებენ და ბიოლაბორატორიაც იმუშავებს. რას მთავაზობთ? გავგუდოთ საქართველო? საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტი რუსეთთან ურთიერთობის მომხრეა. თუ ამ კავშირებს გავწყვეტთ, მათი რაოდენობა 40-დან 2 პროცენტამდე ჩამოვა“, - განმარტავს ლავროვი.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)