|
2018-12-17 16:26:15, 991 ნახვა
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრი გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაცნობითი შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან. შინაგან საქმეთა მინისტრმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული, მჭიდრო და ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა გერმანიასთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის განსაკუთრებულ როლს. შინაგან საქმეთა მინისტრმა, გერმანიის ელჩს, სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მხარეებმა, ასევე, მიმოიხილეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შედეგად არსებული გამოწვევები და მის გადასაჭრელად გადადგმული ნაბიჯები.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)