|
2018-12-17 16:19:29, 912 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს და ლატვიის რკინიგზებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ლატვიის დედაქალაქ რიგაში, სს "საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ და ლატვიის რკინიგზის პრეზიდენტმა ედვინს ბერძინსმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმის მიზანია, საქართველოსა და ლატვიის რკინიგზებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბება და რკინიგზაზე დაფუძნებული მულტიმოდალური ტრანსპორტირების განვითარებისათვის წინასწარი ჩარჩო ხელშეკრულების შემუშავება, რომლის მიხედვითაც სკანდინავიის ქვეყნები კავკასიას და შემდეგ შუა აზიასა და ჩინეთს დაუკავშირდება. საკონტეინერო მატარებელი ZUBR ლატვიურ პორტ მუუგას აკავშირებს უკრაინის პორტებთან- ჩერნომორსკი, ოდესა და იუჟნი. უკრაინის პორტებიდან ტვირთი მიეწოდება საქართველოს პორტებს და შემდეგ მარშრუტი შუა დერეფნის გავლით ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებამდე გრძელდება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაცვალონ ინფორმაცია ტარიფებისა და ბაზრის კვლევის შესახებ დერეფანში ტვირთის მოზიდვის მიზნით.
(R)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)