|
2018-12-17 15:58:39, 873 ნახვა
საზოგადოება
სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლებმა მსოფლიო ქსელის სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
იტალიის დედაქალაქ რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათაო ოფისში ნიადაგის ლაბორატორიების მსოფლიო ქსელის - Global Soil Laboratory Network (GLOSOLAN) სამუშაო შეხვედრაგაიმართა, სადაც მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლებმა მიიღეს. შეხვედრის ფარგლებში შემუშავდა GLOSOLAN-ის სამოქმედო გეგმა, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის მეთოდების დანერგვას გულისხმობს. ნიადაგის ლაბორატორიების მსოფლიო ქსელის წევრ ლაბორატორიებსმონაცემების გაცვლის და მიღებული შედეგების ჰარმონიზაციის საშუალება ექნებათ. GLOSOLAN-ის ფარგლებში,ლაბორატორიათაშორისი ხარისხის კონტროლის სისტემა შეიქმნა, რომელიც ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის სიზუსტის და მიღებული შედეგების სარწმუნოობის ზრდისკენ იქნება მიმართული. GLOSOLAN-ის წევრ ლაბორატორიებს საშუალება ექნებათ სხვადსხვა ტრენინგსა და სემინარში მიიღონ მონაწილეობა, რაც ლაბორატორიებში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას და კვლევისუახლესი მეთოდების დანერგვას შეუწყობს ხელს. ნიადაგის ლაბორატორიების მსოფლიო ქსელი 2017 წელს FAO-ს ინიციატივით შეიქმნა და მასში პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიასთან ერთად 100-ზე მეტი ლაბორატორიაა გაწევრიანებული.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)