14:35 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-16 13:40:47, 1150 ნახვა

სამართალი
გახარია - თუ პროვოკაციებს ადგილი ექნება, პოლიცია ეფექტურად და მკაცრად იმოქმედებს

 „ეს არის მთავარი, რომ ამ დღემ ჩაიაროს მშვიდ, წყნარ და საზეიმო გარემოში, ვიზეიმოთ ინაუგურაცია და გვქონდეს ჩვენი აზრის გამოხატვის საშუალება“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხარო შემთხვევებს და პროვოკაციებს თუ ექნება ადგილი, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად, მაგრამ ეფექტურად და მკაცრად.

„დღეს არის საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია. სამართალდამცავები იღებენ ისეთ ღონისძიებას, რაც საჭიროა, იმისთვის, რომ ზეიმმა ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში. ყველას, ვისაც ექნება პროტესტის გამოხატვის სურვილი, გამოხატვის თავისუფლება იქნება დაცული. ყველას მოვუწოდებ და ვაფრთხილებ, ვუსმინოთ და დავემორჩილოთ პოლიციის მითითებას, ეს არის მთავარი, რომ ამ დღემ ჩაიაროს მშვიდ, წყნარ და საზეიმო გარემოში, ვიზეიმოთ ინაუგურაცია და გვქონდეს ჩვენი აზრის გამოხატვის საშუალება. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე, ჩაივლის მშვიდ გარემოში, ისე, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იქნება დაცული. სამწუხარო შემთხვევებს და პროვოკაციებს თუ ექნება ადგილი, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად, მაგრამ ეფექტურად და მკაცრად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics