|
2018-12-16 12:23:57, 1072 ნახვა
პოლიტიკა
თელავის გუბერნატორი - მოსახლეობა დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამს თუ ცერემონიალის ჩაშლა მოხდება
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, იმ მოედანზე, სადაც გაერთიანებულ ოპოზიციას საპროტესტო აქცია აქვს დაგეგმილი, საპროტესტო აქცია ვერ გაიმართება. როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს უსაფრთხოების ზონას. ამასთან მისი თქმით, თელაველები განაწყენდებიან, თუ ქალაქში რაიმე სახის პროვოკაცია მოხდება. „მერიამ გამოუყო აქციას ადგილი ნორმალური, ცენტრალური მოედანი აქციის ჩასატარებლად. ასე, რომ, ვისაც უნდა აქციის ჩატარება ამის საშუალება ექნება. თუ ვინმეს უნდა პროვოკაცია, პროვოკაცია, რა თქმა უნდა არ გავა და იმასაც აღვნიშნავ, რომ თელავის მოსახლეობა ძალიან დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამს თუ მოხდება პროვოცირება და ამ საზეიმო ცერემონიალის ჩაშლა“, - განაცხადა თელავის გუბერნატორმა. ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის აქცია 14:00 საათზე, თელავში, ერეკლე მეორის ძეგლთან ჩატარდება.
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)