|
2018-12-15 11:12:47, 922 ნახვა
საზოგადოება
ტაშკენტის ქუჩაზე ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, გამწვანების ზოლი მოეწყო
ტაშკენტის ქ. N25-სა და N27-ის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, გამწვანების ზოლი მოეწყო. მოსახლეობასთან ერთად, გამწვანების აქციაში მონაწილეობა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ და მე-5 ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში დავით უთმელიძემ მიიღეს. „ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, მოსახლეობის თხოვნითა და მათი აქტიური ჩართულობით,აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სამუშაოები განვახორციელეთ.ეზოში, რომელიც მანამდე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, სამუშაოების ჩატარების შემდეგ, საკმაოდ დიდი სივრცე გამოჩნდა და გალამაზდა. რაც ყველაზე მეტად მახარებს,ეზო ადგილობრივებთან ერთად გავამწვანეთ“, -განაცხადა გაიოზ ვასაძემ. აღნიშნულ ეზოში მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, 26 ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, რის შემდეგაც, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ჩატარდა. ასევე, ეზოში მოეწყო ბორდიური და 950 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო. კომპანია „დი-ეჩ-ელის“ მხარდაჭერით, ეზოში სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები დაირგო.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)