|
2018-12-15 10:52:41, 803 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში პირველად ხელი მოეწერა საკონსერვაციო შეთანხმებებს
საქართველოში პირველადხელი მოეწერა საკონსერვაციო შეთანხმებებს, რომელიც ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასა და სახეობებისათვის მნიშვნელოვანი ჰაბიტატების (ბუნებრივი გარემო) დაცვის მართვის პროცესში ადიგენის 4 თემის ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს. ეკო-კორიდორების ფონდის (ECF) პროექტის ფარგლებში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდსა (WWF) და დერცელის, მოხეს, ნამინაურისა და ციხისუბნის სათემო კავშირებს შორის შეთანხმებები გაფორმდა. ეკო-კორიდორების ფონდი კავკასიაში (ECF) წარმოადგენს გრძელვადიან ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც,გრძელვადიანისაკონსერვაციო ხელშეკრულებების საშუალებით, უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას სამხრეთ კავკასიაში არსებულ ლანდშაფტებში. პროგრამა ითვალისწინებს ე.წ ცოცხალი ლანდშაფტების შენარჩუნებას, დაცული ტერიტორიების დამაკავშირებელი ეკო-კორიდორების შექმნას, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასა და სახეობებისათვის მნიშვნელოვანი ჰაბიტატების დაცვას მართვის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, რაც შესაბამისად, უზრუნველყოფს მათი არსებული სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის შენარჩუნებას, ან ხშირ შემთხვევაში, მის გაუმჯობესებას. ღონისძიებას ესწრებოდნენ გერმანიის ელჩი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების განყოფილების დირექტორი, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი, ასევე, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, ადგილობრივი თემების წარმომადგენლები. პროგრამა ხორციელდება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მიერ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ინსტიტუციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის WWF-ის თანადაფინანსებით. პროექტს საკონსულტაციო მომსახურებას უწევს „GOPA Consultants“, „DFS“ და „HessenForst“-ის კონსორციუმი. ხელმოწერის ღონისძიება გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის სამინისტროს (BMZ) ფინანსურიმ ხარდაჭერით გაიმართა.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)