|
2018-12-14 18:44:24, 1208 ნახვა
საზოგადოება
ზესტაფონში 17-20 დეკემბერს აღმაშენებლის ქუჩაზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ გეგმავს 2018 წლის 17 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ღამის 00:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 195-ე კმ-ზე, ქ.ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე, კერძოდ საქარხნოს ქუჩაზე არსებული სარკინიგზო გადასასვლელების მოწესრიგებას და ავტოტრანსპორტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით ლიანდაგის რელსებს შორის მანძილის გაწმენდის და შემდგომ მათი ასფალტით ამოვსების სამუშაოთა წარმოებას, რისთვისაც საჭიროა სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა არსებული ადგილობრივი საავტომობილო ქსელის (დ. აღმაშენებლის ქუჩა) გამოყენებით. საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე გამოყოფილი იქნება სათანადოდ აღჭურვილი შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-ს შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები), რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)