|
2018-12-14 15:58:35, 1084 ნახვა
საზოგადოება
საყოველთაო Secret Santa 2019 დაიწყო!
საქართველოს ბანკისა და საქართველოს ფოსტის თანამშრომლობით, საყოველთაო Secret Santa 2019-ი დაიწყო! ყველას ვისაც აქვს სურვილი გაახაროს მისთვის სრულიად უცნობი ადამიანი, შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს ვებგვერდზე: www.secretsanta.ge და ჩაერთოს ჯადოსნურ Secret Santa-ში. საყოველთაო Secret Santa, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ფოსტის თანამშრომლობით 2017 წელს პირველად განხორციელდა და ამ წლების განმავლობაში ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით, 300 000-მდე მონაწილე იყო დარეგისტრირებული და ჩართული პროექტში. საყოველთაო Secret Santa-ს იდეა ეფუძნება საქართველოში უკვე კარგად ნაცნობ საახალწლო ტრადიციას, რომლის თანახმადაც პროექტში მონაწილეებმა მათთვის სრულიად უცნობ ადამიანებს საჩუქრები უნდა გაუგზავნონ და თავადაც დასაჩუქრდნენ. აღსანიშნავია, რომ წელსაც სანტებს შესაძლებლობა ექნებათ, რაც შეიძლება მეტი ქართული საჩუქარი აჩუქონ თავიანთ ადრესატებს და ამით ხელი შეუწყონ ქართული წარმოების წინსვლასა და განვითარებას. საყოველთაო Secret Santa-ს პროექტში ჩართული ადამიანები ახალ წელს კიდევ უფრო ჯადოსნურს გახდიან, რადგან მთელი გულით გაცემულ პატარა საჩუქარსაც დიდი ძალა აქვს. ყველას შეუძლია გახდეს სანტა, რათა ერთად მოვიყვანოთ ყველაზე თბილი ახალი წელი! რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.secretsanta.ge
(R)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)