|
2018-12-14 12:53:18, 926 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული არქივის დელეგაცია ფინეთს სტუმრობს
საქართველოს ეროვნული არქივის დელეგაცია ფინეთის ეროვნულ არქივს სტუმრობს. ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი ფინელ კოლეგას, ჯუსი ნოურტევას, შეხვდა, გაეცნო ფინეთის ეროვნული არქივის მუშაობას და საქართველოს შესახებ დაცული დოკუმენტების დედნებს. ვიზიტის ფარგლებში ფინეთის არქივიდან საქართველოს ეროვნულ არქივს გადაეცა 1918-1919 წლებში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ენკელის პირად ფონდში დაცული დოკუმენტები დამოუკიდებელ საქართველოსა და ფინეთს შორის ურთიერთობის შესახებ, ასევე ფინელ დიპლომატ ჰერმან გუმერუსის პირად ფონდში დაცული მიმოწერა საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლოს აღიარებაზე. დელეგაციის წევრები - საქართველოს ეროვნული არქივის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურისა და დაწესებულებების დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების განყოფილების წარმომადგენლები ფინეთის არქივის პრაქტიკას ეცნობიან და სასწავლო სემინარში მონაწილეობენ. ფინეთისა და საქართველოს ეროვნულ არქივებს შორის არსებობს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც არქივებმა დოკუმენტების ელექტრონული ასლები დღემდეც არაერთხელ გაცვალეს.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)