06:43 - 17 Aug, 2026
|
2018-12-13 15:15:46, 981 ნახვა
საზოგადოება
მამუკა ბახტაძე ანკარაში მომხდარი ტრაგედიის გამო, თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ანკარაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და თურქ ხალხს უსამძიმრებს. მომხდარ სარკინიგზო შემთხვევას, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ "ტვიტერში" საკუთარ გვერდზე ეხმაურება. "ღრმად დამწუხრებული ვარ ანკარაში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ჩვენი ფიქრები და ლოცვა მიმართულია მსხვერპლთა და მათი საყვარელი ადამიანების მიმართ. ქართველი ხალხი ამ მძიმე მომენტში თურქი ხალხის გვერდით დგას", - წერს მამუკა ბახტაძე "ტვიტერში". შეგახსენებთ, ანკარაში ჩქაროსნული მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 46 კი, დაშავდა. ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)