16:33 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-12 12:28:37, 1381 ნახვა

პოლიტიკა
გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს აქციას თელავში გამართავს

„16 დეკემბერს, თელავში ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია.

„რადგანაც ხელისუფლებამ ყურთ არ იღო საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების აზრი, მინდა გითხრათ, რომ ორ დღეში ჩვენ კიდევ უფრო სერიოზულ ვიდეოებს გამოვაქვეყნებთ იმ მასობრივ გაყალბებაზე, რომელიც ამ არჩევნების დროს ხდებოდა. რადგანაც მათ ყურთ არ იღეს ჩვენი კომპრომისული შეთავაზებები, ამიტომ 16 დეკემბერს, თელავში ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას, რომელიც მთლიანად იქნება ჩვენი კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ფარგლებში. ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელიც  მონაწილეობას მიიღებს გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია. მინდა ხაზი გავუსვა, ნუ დაიწყება ისევ ვაი-ვიში, პანიკის გამოხატვა. ინაუგურაციის ადგილის ცვლილება არავის არ ერჩის. ჩვენ გვინდა, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაიგოს განრისხებული ამომრჩევლის ხმა“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ამასთან, მისი თქმით, აქცია დედაქალაქშიც და სხვა ქალაქებშიც გაიმართება.

„თბილისშიც გვექნება აქცია და სხვა ქალაქებშიც, მაგრამ მთავარი, ყველაზე მასშტაბური გვექნება თელავში“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
სებ: EU-ის მიერ სანქცირებული 3 სუბიექტი არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს
შსს: კახეთში შვილმა მამა მოკლა, ცხედარი სახლის ეზოში დამარხა - ის დააკავეს
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics