|
2018-12-11 19:50:53, 1289 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი - არ შეიძლება საჯარო მოხელეები მიბმული იყვნენ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილებას
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებების იმ პროექტს აპროტესტებს, რომელიც პარლამენტარებმა გურამ მაჭარაშვილმა და რატი იონათამიშვილმა შეიმუშავეს და რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების სამსახურში მიღების ახალ წესს არეგულირებს. როგორც კანონის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები რეალურად წარმოადგენენ რა საქართველოს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო- პოლიტიკური თანამდებობის უფლებამოსილებების განხორციელებაში ხელშემწყობ პირებს და უნდა იყვნენ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულები. აღნიშნულ კანონში ცვლილებები დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე უნდა განხილულიყო, პარლამენტში მისულ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანსა და მის მოადგილეს კომიტეტის ჩანიშნული სხდომა გადადებული დახვდათ და ანა ნაცვლიშვილმა და ზურაბ მაჭარაძემ კომიტეტის თავმჯდომარესთან და კანონპროექტის ავტორებთან გამართეს შეხვედრა. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შემოთავაზებული ცვლილება, რომლის თანახმადაც კონკრეტულად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული ადამიანები აღარ იქნებიან საჯარო მოხელეები და შესაბამისად, მათზე, როგორც საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებზე არანაირი დაცვის გარანტიები აღარ გავრცელდება. „ეს ცვლილება მიმართულია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულ ადამიანებზე, ამ ცვლილებას არ ახლავს არანაირი სათანადო დასაბუთება, არ არის გააზრებული, მათ შორის არ არის დანახული მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა დაცვისკენაც უნდა იყოს მიმართული საკანონმდებლო პოლიტიკა და არა პირიქით. როდესაც საქართველომ განახორციელა საჯარო სამსახურის რეფორმა, მივიღეთ მაღალი სტანდარტის კანონმდებლობა, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ევროკავშირი და სხვა პარტნიორები საქართველოს ევროპასთან დაახლოების გზაზე ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში შეიქმნას საჯარო მოხელეების რგოლი, რომელიც იქნება კომპეტენტური, პროფესიონალი ადამიანებით დაკომპლექტებული რგოლი და არ მოხდება ამ ადამიანების ცვლილება პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლასთან ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია თავის მხრივ, იმიტომ რომ არ შეიძლება საჯარო მოხელეები, პროფესიული ნიშნით შერჩეული ადამიანები იყვნენ მიბმული პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილებას. კანონპროექტის ეს ვერსია ამ რეფორმის სულისკვეთებას მთლიანად ეწინააღმდეგება, ამიტომ ჩვენ ჩვენივე მოსაზრებები, ჩვენივე ინიციატივით მივაწოდეთ შესაბამის კანონპროექტის ავტორს და ასევე კომიტეტის თავმჯდომარეს და ყველა ის პრობლემა, რომელიც ამ კანონპროექტს ახლავს ძალიან ნათლად და დეტალურად განვუმარტეთ. თავის მხრივ, მე მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო ცვლილების და კანონპროექტის მომზადების დროს ძალიან ბევრ აქტორთან არის საჭირო კონსულტაცია ინფორმაციის სრულყოფილი მოძიება იმისთვის, რომ ჯერ დავინახოთ არსებული სურათი და მერე დავგეგმოთ ცვლილებები და ამ შემთხვევაში შეხვედრამაც დამანახა, რომ არ ყოფილა ბოლომდე მოძიებული ინფორმაცია, არ არის მოკითხული ყველა სათანადო უწყების აზრი და ისე მომზადდა ეს ცვლილება. თუმცა ამ შეხვედრის შედეგად და იმ ფაქტიდან გამომდინარეც, რომ დღეს გადაიდო კომიტეტის სხდომა მაქვს გარკვეული იმედი, რომ ნაჩქარევად, ნაუცბადევად არ მოხდება ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება და საბოლოო ჯამში პარლამენტარები იმოქმედებენ კანონმდებლობის სულისკვეთების პატივისცემით და არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ძალიან საზიანო არამხოლოდ იმ ათეულობით კომპეტენტური ადამიანისთვის, რომელიც ათი და 15 -17 წელია მუშაობს საჯარო სამსახურში და ძალიან კომპეტენტური და კეთილსინდისიერი ხალხია, არამედ ზოგადად, საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს არ გაუგზავნის ამ ტიპის მესიჯს", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
სებ: EU-ის მიერ სანქცირებული 3 სუბიექტი არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს
შსს: კახეთში შვილმა მამა მოკლა, ცხედარი სახლის ეზოში დამარხა - ის დააკავეს
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)