|
2018-12-11 14:11:32, 1084 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში ხვალ ტუბერკულოზის, შიდსისა და C ჰეპატიტის სკრინინგის შესახებ, კონფერენცია მოეწყობა
ხვალ, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით ბათუმში კონფერენცია - ,,TB, C, HIV ინიციატივა აჭარის რეგიონში - ინოვაციები მოქმედებათა დასაჩქარებლად“ მოეწყობა. კონფერენციის, მიზანია აჭარის რეგიონში ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსისა და C ჰეპატიტის ინტეგრირებულ სკრინინგისა და ტუბერკულოზის გამოსავლების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ინოვაციების გაცნობა და ანალიზი. საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და მხარდაჭერით, გლობალური ფონდის თანადაფინანსებით, აჭარის რეგიონი უკვე შეუერთდა ,,ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივას“. აჭარის რეგიონში სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით, ფიქსირდება აღნიშნულ დაავადებათა გავრცელების მაღალი დონე, რასაც ხელს უწყობს ინტენსიური მიგრაციული პროცესები. ამასთან, ტურიზმის განვითარებით დაინტერესებულ რეგიონს აქვს მიზანი და ამბიცია იყოს გადამდები დაავადებებისაგან თავისუფალი, რისთვისაც რეგიონის მთავრობა აქტიურად შეუერთდა აჭარის ტუბერკულოზისაგან თავუსფალ ,,კუნძულად“ გადაქცევის ინიციატივას და აიღო ვალდებულება ურთიერთშეთანხმებული აქტივობების თანადაფინანსებისა. აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის დაფინანსებით, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სსიპ აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, პროტოკოლით გათვალისწინებულ აქტივობათა განსახორციელებლად გადაეცემა მაღალი გამავლობის 3 ავტომობილი. კონფერენცია გაიმართება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ჯანმრთელობის კვლევის კავშირის მხარდაჭერით.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)