15:44 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-10 19:14:24, 1512 ნახვა

პოლიტიკა
მაჭავარიანი - საჭიროდ იქნა მიჩნეული, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, ამ სახით არ უნდა არსებობდეს

„ამ ეტაპზე საჭიროდ იქნა მიჩნეული, რომ ამ სახით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი არ უნდა არსებობდეს“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ეს განპირობებულია იმ უფლებამოსილებით, რაც ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტს ექნება.

„ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლებამოსილება შემცირდა. მიმაჩნია, რომ ჩვენ ამ უფლებების ადეკვატური ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ამ ეტაპზე საჭიროდ იქნა მიჩნეული, რომ ამ სახით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი არ უნდა არსებობდეს. თუმცა ვიცი, რომ კონსულტაციები გაგრძელდება და რა სახით ჩამოყალიბდება ეს ნაწილი, საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია. თუმცა, იმ სახით არ უნდა იყოს. როგორც ვიცი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ამას აღიარებს. რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს, ამ მიმართულებითაც ველოდებით ხარჯების შემცირებას და ვფიქრობ, ნორმალური და ჯანმრთელი პროცესია, იქნება ეს დანახარჯები დაწყებული შენობის შენახვით, ასევე ადმინისტრაციის და მივლინების, იქაც ადეკვატური უნდა იყოს საშტატო ნუსხა და სხვა ხარჯები“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics