08:35 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-10 17:37:47, 1022 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად თემურ მღებრიშვილი დაინიშნა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად თემურ მღებრიშვილი დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მოაწერა.

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაინიშნოს თეიმურაზ მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად“ - აღნიშნულია ბრძანებაში.

თემურ მღებრიშვილი დაიბადა 1971 წლის 14 ივლისს  თბილისში. 2004 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2016-2018 წ.წ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე.

2014-2015 წ.წ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

2014 წელს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი;

2012-2013 წ.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სამმართველოს უფროსი; 2013-2014წწ. დეპარტამენტის დირექტორი;

2011-2012წ.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი;

1996-1999 წწ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველოს დაცვის ოფიცერი;  1999-2001 წწ. ცვლის უფროსი; 2001-2010 წწ. განყოფილების უფროსის მოადგილე;  2010 წელს განყოფილების უფროსი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics