|
2018-12-08 12:34:59, 2014 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი: პირველად ეუთო-ს დოკუმენტებში საუბარი იქნება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში ორგანიზაციაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ მიღებულ განცხადებას აფასებს. მისი თქმით, განცხადება შეიცავს მნიშვნელოვან ჩანაწერებს საქართველო-რუსეთის კონფლიქტსა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით. "ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში მიღებული იქნა მნიშვნელოვანი განცხადება- საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წევრების მხრიდან, რომელიც ეხება საქართველოში და კერძოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად ეუთო-ს დოკუმენტებში იქნება საუბარი ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაზე და ამ დოკუმენტში ხაზგასმულია მიუღებლობა ამ საშინელი მკვლელობის და აუცილებელია, რომ ეუთოს თანამეგობრობის და წევრი ქვეყნების მხრიდან იყოს მიღებული ადეკვატური ზომები იმ ადამიანების მიმართ ვინც მსგავსი სახის დანაშაული ჩაიდინეს", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. მინისტრის განცხადებით, საქართველო წარმატებით ახორციელებს საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაციას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან მიმართებაში, რასაც მოწმობს ის მრავალრიცხოვანი განცხადებები და რეზოლუციები, რაც ბოლო დროს იქნა მიღებული, კერძოდ ეუთო-ს ფარგლებში გაკეთებული განცხადება, ევროპარლამენტის რეზოლუცია, ირლანდიის პარლამენტის რეზოლუცია და ლიტვის გადაწყვეტილება. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეუთო-ს ფარგლებში გაკეთებულ განცხადებაში სხვა მნიშვნელოვან თემებზეც არის საუბარი, კერძოდ, ხაზგასმულია საერთაშორისო მონიტორინგის მისიების წვდომის აუცილებლობა ამ რეგიონებზე. ასევე არის მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ რომ მან უკან წაიღოს აღიარება და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ის უკანონო ქმედებები, რაც დაკავშირებულია მავთულ-ხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვასთან. აღსანიშნავია, რომ ეუთოში, სადაც რუსეთის ფედერაცია ყოველთვის ცდილობს ვეტოს უფლებით დაბლოკოს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, მეგობართა ჯგუფი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მექანიზმს, იმისათვის, რომ ორგანიზაციის დღის წესრიგში სათანადო სიმწვავით იდგეს საქართველოს საკითხი. მეგობართა ჯგუფში შედიან აშშ, კანადა, გაერთიანებული სამეფო, ბულგარეტი, ჩეხეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა. ჩეხეთი ფანცხადებას წელს შეუერთდა.
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)