|
2018-12-07 12:00:40, 1432 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: გრიგოლ ვაშაძე ზურაბიშვილის ინაუგურაციას არ დაესწრება
„გრიგოლ ვაშაძე სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას არ დაესწრება“, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. „ხელისუფლებასა და მის წარმომადგენლებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციით არიან დაკავებულები, რომლებიც ჩიხიდან და კრიზისიდან გამოსვლისთვის ყოველგვარ მოლაპარაკებაზე უარს ამბობენ, ვფიქრობ, აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი იქნება, რომ გრიგოლ ვაშაძე ინაუგურაციას არ დაესწროს. მითუმეტეს, რომ ჩვენ ამ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რომ დესტრუქციულად და არაკონსტრუქციულად „ქართული ოცნება“ იქცევა. ეს 2012 წლიდან მოყოლებული მათი სტანდარტი იყო და დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში ეს სტანდარტი მალე დასრულდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „თუკი პრეზიდენტად აღიარებს, გრიგოლ ვაშაძეს ინაუგურაციაზე მიიწვევს“.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)