|
2018-12-04 11:39:28, 1003 ნახვა
საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები დამატებით, 34 ოჯახს დაუკანონდება
საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად საკუთრებაში დამატებით, 34 ოჯახს გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ფართები სხვადასხვა უბანში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდებათ. „საცხოვრებლების დაკანონების პროცესი გრძელდება. ამჯერად, ფართები საკუთრებაში 34 ოჯახს გადაეცემა. ეს ოჯახები სხვადასხვა უბანში ცხოვრობენ. კერძოდ, დიდ დიღომში, ვანის, რეხის, ჭიჭინაძის, ახვლედიანისა და ბერიაშვილის ქუჩებზე, კახეთის გზატკეცილზე, ქინძმარაულის შესახვევში, ასევე, საქსოვმანქანისა და ფონიჭალის დასახლებებში. მათაც ანალოგიური პრობლემა ჰქონდათ - წლების განმავლობაში ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ და მინდა მივულოცო მათ აღნიშნული პროცესის დასრულება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერიის ინიციატივით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ, ფართები ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სიმბოლურ ფასად უკვე 411 ოჯახს გადაეცა.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)