|
2018-12-04 09:46:06, 1124 ნახვა
პოლიტიკა
ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება
„თავად ის ფაქტი, რომ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან, ადასტურებს იმას თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ნატოს პოლიტიკურ დღის წესრიგში“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით ეს შეხვედრა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიპყრობილია შავი ზღვის რეგიონისადმი და ბუნებრივია მასზე განხილული იქნება რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. „მნიშვნელოვანია რომ ამ მინისტერიალზე პირველად, ისევე როგორც სამიტის დროს გაიმართება ცალკე შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან. მნიშვნელოვანია რომ შეხვედრა კონცენტრირებული იქნება რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტზე. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი ნატოს წინა სამიტზე, სადაც საქართველომ უკრაინასთან ერთად უპრეცედენტო ფორმატში მიიღი მონაწილეობა და ასევე მიღებულ იქნა დეკლარაცია განსაკუთრებით პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით შავ ზღვაზე. გვექნება საუბარი ამ საკითხებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილებების პრაქტიკულ განზომილებაში თარგმნა“, - განაცხადა ზალკალიანმა. მისი თქმით შავ ზღვაზე თანამშრომლობის კუთხით ნატოს ბრიუსელის სამიტზე უკვე იქნა განსაზღვრული რამდენიმე კონკრეტული მიმართულება და მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გააქტიურება. მინისტრის თქმით შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხთა სრული სპექტრი. „ჩვენ გვაქვს ხელშესახები შედეგები პრაქტიკული ინსტრუმენტების განხორციელების თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ ეს ასევე ითარგმნოს პოლიტიკურ განზომილებაში და წევრობის პერსპექტივაში“, - განაცხადა ზალკალიანმა. მისი თქმით შეხვედრაზე ნატოელი პარტნიორების ყურადღება მიპყრობილი იქნება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიუსელში იმყოფება, სადაც 4-5 დეკემბერს გაიმართება ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი. აღსანიშნავია რომ მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)