|
2018-12-02 15:50:54, 1096 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: მიტინგი დემოკრატიული პროცესია, მაგრამ ის არ უნდა გასცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს
„მიტინგი დემოკრატიული პროცესია, მაგრამ ის არ უნდა გასცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა BBC-ის რუსულ რედაქციასთან ინტერვიუში, გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნებში ბევრი დარღვევა დაფიქსირდა, რის გამოც საზოგადოება უარყოფით პოზიციას გამოხატავს. „არჩევნებზე ვითარება არ ყოფილა საუკეთესო იმის გათვალისწინებით, რომ იყო ბევრი დარღვევა. ამის გამო ხალხი უარყოფით პოზიციას გამოხატავს და ეს ბუნებრივია. ჩვენ გვყავს არჩეული პრეზიდენტი და მალე შედგება მისი ინაუგურაცია. თუმცა, ამ კანონდარღვევებთან დაკავშირებით, ხალხის პოზიცია გამოიხატება მიტინგში. მიტინგი დემოკრატიული პროცესია და მე მოვუწოდებ მათ, რომ ეს მიტინგი არ გასცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს. ოპოზიცია ითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, თუმცა ამ მომენტისთვის ვითარების სერიოზულ გამწვავებას არ ველოდები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ცნობისთვის, თბილისში, პარლამენტის შენობასთან, გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)