|
2018-11-30 14:34:59, 1017 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი შესაძლო ზეწოლის, ძალადობისა და მოსყიდვის თაობაზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების ინფორმაციებს შეისწავლის
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება. როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუმარტა, ომბუდსმენის აპარატი არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით არ იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, მისივე ინფორმაციით, შესაბამის ანგარიშში ასახული გამოვლენილი დარღვევების შესწავლა აპარატმა უკვე დაიწყო. „სახალხო დამცველის მანდატი არ არის, შეაფასოს არჩევნების ლეგიტიმურობა, სახალხო დამცველის მანდატი არის ის, რომ მოახდინოს რეაგირება ინდივიდუალურ, თუ სისტემურ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. ჩვენ გვქონდა რეაგირება ინდივიდუალურ ინციდენტებზე, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხებოდა ძალადობას, თავდასხმას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკვირდებით და ვსწავლობთ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს ზეწოლის, ძალადობის და მოსყიდვის შემთხვევების თაობაზე და ამ წუთას, ამ პროცესში სახალხო დამცველი ამ ინფორმაციებს ამოწმებს, სწავლობს პირველ წყაროებთან და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რომ გვქონდეს შესაბამისი შეფასებები უკვე ადამიანის უფლებების წლიურ ანგარიშში, რომელსაც წლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ“, - აცხადებს ლომჯარია.
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)