|
2018-11-30 12:12:08, 821 ნახვა
საზოგადოება
პედიატრიული მიმართულების გაფართოებასთან დაკავშირებით „ნიუ ჰოსპიტალსს“, „მეიოს კლინიკის“ და „არპაჟონის საავადმყოფოს“ დელეგაციები ეწვივნენ
27-30 ნოემბერს, „ნიუ ჰოსპიტალსს“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, ამერიკის საუკეთესო ჰოსპიტალის - „მეიოს კლინიკის“ დელეგაცია და „არპაჟონის ცენტრალური ჰოსპიტალის“ გენერალური დირექტორი, სედრიქ ლუსიე ეწვივნენ. ვიზიტის მიზანია მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ექიმებმა მონაწილეობა მიიღონ „ნიუ ჰოსპიტალსის“ მულტიდისციპლინური პედიატრიული სამსახურის ჩამოყალიბებაში და სამედიცინო პერსონალს გაუზიარონ მნიშვნელოვანი გამოცდილება. „ნიუ ჰოსპიტალსში“ „მეიოს კლინიკის” წარმომადგენლებმა ბავშვთა კრიტიკული და გადაუდებელი დახმარების თემებზე სემინარი გამართეს, რომელსაც უძღვებოდნენ „მეიოს კლინიკის“ ტოპ-სპიკერები და რეანიმატოლოგები, ზოგადი და ტრავმა ქირურგი - ბეთსი ბელინჯერი, კარდიოანესთეზიოლოგი - მეთიუს რიტერი, ანესთეზიოლოგი - ბრენდონ ვანთა და ქირურგი - მარიელა რივერა. სემინარი „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა კრიტიკული მედიცინის განყოფილების ექიმებისა და ანესთეზიოლოგების ჩატარდება და მასზე წარმოდგენილი იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ანესთეზია და პოსტოპერაციული მკურნალობა ჰეპატო-ბილიარული და თორაკალური ოპერაციების დროს, ჰიპოვოლემიის შეფასების რადიოლოგიური და სხვა თანამედროვე მეთოდები და ძვლისშიდა ინფუზიები ბავშვებში; სემინარი ასევე მოიცავდა PFCCS & FCCS კურსების განახლებულ ვერსიას. ამავე ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა კონფერენცია, რომელიც პედიატრიის აქტუალური საკითხების განხილვას მიეძღვნა და „ნიუ ჰოსპიტალსის“ პედიატრიული მიმართულების და სხვადასხვა დარგის მოწვეული პედიატრებისთვის ლექციების ჩატარებას გულისხმობდა. კონფერენცია მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა უცნობი ეტიოლოგიის ცხელება, სეფსისი და გასტროენტერიტი ბავშვებში. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი ახალი, გაზრდილი ფორმატით, პაციენტებს 2019 წლის იანვრიდან მიიღებს და მასში ფუნქციონირებას დაიწყებს ბავშვთა კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის ცენტრი. ასევე, ამოქმედდება ბავშვთა ორთოპედიული, კარდიოლოგიური, ნეიროქირურგიული, ჰემატოლოგიური და ლაპარასკოპიული ქირურგიის მიმართულებები; გაიხსნება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი და ახალშობილთა ქირურგიის განყოფილება. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გუნდი დარგის საუკეთესო სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული და პაციენტებს 24 საათის მანძილზე გაუწევს ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო პედიატრიულ მომსახურებას.
(R)
ადვოკატის ინფორმაციით დააკავეს მეტეოროლოგი და ჟურნალისტი კობა ფარტენაძე
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)