|
2018-11-29 21:18:22, 1238 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: 6 წელიწადში ბევრი რამ უნდა მოხდეს - უნდა შევიდეთ ევროკავშირში, ამის იმედი მაქვს
ძალიან მადლიერი ვარ იმ ნდობისთვის, რაც ხალხმა გამომიცხადა, - ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "იმედის" ინტერვიუში განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, მას იმედი აქვს, რომ მისი პრეზიდენტობის განმავლობაში საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება. ძალიან მადლიერი ვარ იმ ნდობისთვის რაც ხალხმა გამომიცხადა. მადლიერი ვარ, რომ ასე იაქტიურეს. ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხსიმგებლობას. ეს ნდობა არის მოცემული 6 წლით და ამ 6 წელიწადში ძალიან ბევრი რამე უნდა მოხდეს საქართველოში. უნდა შეიცვალოს ქვეყანა, უნდა შევიდეთ ევროკავშირში - იმედი მაქვს, რომ ეს 6 წელი იქნება ის ვადა რომელიც ამის საშუალებას მოგვცემს. სწორედ ამაზე ვიმუშავებ პირველ რიგში. ასევე საზოგადოება უნდა დამშვიდდეს. მგონი მოლოდინი ამ კუთხით ქვეყანაში არის დიდი. ეს ორივე მისია არის ის მისია, რომლის მიმართ ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხსიმგებლობას. საზოგადოებაში იყო მზადყოფნა, იმისთვის რომ ჩვენ წავიდეთ წინ და არ დავუბრუნდეთ წარსულს. მე რაღაც ფორმით წარმოვადგენ სწორედ ამ ახალ საქართველოს. ქალი პრეზიდენტი ეს არის ძალიან დიდი სიახლე და მგონი ამით ქვეყანა მომავალშიც იამაყებს. ქვეყანა ასევე მზად არის, რომ გადავიდეთ ცივილურ ფორმატზე. ამის მაგალითი მეც მივეცი წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ჩვენ შეიძლება სხვანაირად მოვექცეთ ერთმანეთს, მეტი მოთმინებით, მეტი ურთიერთპატივისცემით - ესეც არის რაღაც წყურვილი რომელიც არსებობს საზოგადოებაში. არც ერთ მომენტში არ გადავაბიჯე იმ ზღვარს რაც მე ჩემ თავს გავუსვი, რომ ყველას მიმართ ვყოფილიყავი ისეთი ქართველი და ისეთი ევროპელი როგორიც გავიზარდე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტმა ეროვნული სირცხვილი გამოავლინა
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)