|
2018-11-28 22:20:14, 1188 ნახვა
პოლიტიკა
საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგები 02:00 საათისთვის გახდება ცნობილი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პირველადი წინასწარი შედეგები სავარაუდოდ, ღამის 02:00 საათისთვის იქნება ცნობილი. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციაში შემაჯამებელი ოქმების ძირითადი ნაწილი 11:00 საათისთვის შევა. „კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყო ხმის დათვლის პროცედურები. საარჩევნო უბანზე ყველა ოფიციალური პროცედურის დასრულების შემდეგ, საუბნო შემაჯამებელი ოქმები მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები სპეციალური პროგრამის საშუალებით, უმოკლეს ვადაში, ელექტრონულად მოაწვდიან ცესკოს და შემაჯამებელი ოქმები მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე - www.results.cec.gov.ge. „როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო უბანზე მყოფი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და დამკვირვებლები ინფორმაციას შედეგების შესახებ საარჩევნო უბნებიდანვე სხვადასხვა საშუალებებით ავრცელებენ. თუმცა, ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია დაელოდოს საუბნო საარჩევნო კომისიების ოფიციალურ მონაცემებს და მხოლოდ ოფიციალური შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე დათვლილ პირველად, წინასწარ შედეგებს გავაცნობთ საზოგადოებას“, - აღნიშნა პრეს-სპიკერმა.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)