|
2018-11-27 12:44:54, 3759 ნახვა
საზოგადოება
ცესკო - არჩევნების მეორე ტურისთვის, ამომრჩეველთა რაოდენობა დაახლოებით 9 ათასით არის გაზრდილი
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა დაახლოებით 9 ათასით არის გაზრდილი, - ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა. როგორც მან განმარტა, სიაში შედიან ის ამომრჩევლებიც, რომლებიც 28 ოქტომბრის შემდეგ გახდნენ სრულწლოვანები ან ხვალ, 28 ნოემბერს ხდებიან. „სია დაახლოებით ცხრა ათასი ამომრჩევლით არის გაზრდილი. საუბარია იმ ამომრჩეველზე, რომლებმაც პირველად გაიარეს რეგისტრაცია არჩევნების მეორე ტურისთვის, გაიაქტიურეს ან აიღეს ახალი დოკუმენტები. ამაში შედიან ამომრჩევლები, რომლებიც 28 ოქტომბრის შემდეგ გახდნენ 18 წლის ან ხვალ, 28 ნოემბერს გახდებიან. 33 ათასზე მეტი მოქალაქის შესახებ ამოიღო ცესკომ ინფორმაცია, კანონიდან გამომდინარე, სხვადასხვა უწყებებისგან მოწოდებული ინფორმაციის შემდეგ. ასე რომ არის განსხვავებული მონაცემები იმ ციფრებთან შედარებით, რომელსაც სერვისების განვითარების სააგენტო აქვეყნებს“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)