07:35 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-26 15:20:11, 2617 ნახვა

მსოფლიო
პოროშენკო და სტოლტენბერგი ნატო-უკრაინის კომისიის საგანგებო სხდომის სასწრაფოდ მოწვევის შესახებ შეთანხმდნენ

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ნატო-უკრაინის კომისიის საგანგებო სხდომის სასწრაფოდ მოწვევის შესახებ შეთანხმდნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სვიატოსლავ ცეგოლკომ განაცხადა.

როგორც ცეგოლკომ აღნიშნა, პოროშენკოსა და სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მისივე თქმით, პოროშენკომ აზოვის ზღვაში რუსეთის აგრესულ ქმედებზე სტოლტენბერგს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის ინფორმაციით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics