14:27 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-23 15:25:01, 607 ნახვა

რეგიონი
კახეთში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ

პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში კახეთის რეგიონის საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარელის, ახმეტის და თელავის მუნიციპალიტეტების ფერმერებთან შეხვედრები გაიმართა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა ფერმერებს ადგილზე კონსულტაციები გაუწიეს.

სპეციალისტებმა ვაზის, ბოსტნეული და მარცვლეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებზე, ასევე ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენებასა და საფუტკრის მოწყობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტი „მობილური ექსტენცია“, რომელიც ფერმერების ცნობიერების დონის ამაღლებას უწყობს ხელს, 2016 წლიდან ხორციელდება. ამ ხნის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით 20 ათასზე მეტ ფერმერს გაეწია კონსულტაცია.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics