|
2018-11-22 14:03:31, 1151 ნახვა
საზოგადოება
25 ნოემბრამდე საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი - მაღალმთაში მოთოვს
გარემო დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება. უწყების ცნობით, 23 ნოემბერს დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, დღისით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსია მოსალოდნელი. "24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა 2 გრადუსით მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, ხოლო ტემპერატურა +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს. 25-26 ნოემბერს მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი", - აცხადებენ სპეციალისტები. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 22 ნოემბერს, 23 ნოემბერს დილის საათებში და 24 ნოემბერს დღისით მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 25-26 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემერატურა 22-23 და 25-26 ნოემბერს +11, +13, ხოლო 24 ნოემბერს +7, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
ჩაქვში მატარებელი 35 წლის ბელორუსის მოქალაქეს დაეჯახა, იგი გარდაიცვალა
შსს - კობა ფარტენაძე ღამე ხმამაღლა არღვევდა წესრიგს, ამიტომ დავიჭირეთ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)