|
2018-11-21 18:47:56, 1409 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია, თუმცა რუსეთი იტაცებს, აწამებს, კლავს ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას
ჩვენი მოლაპარაკებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა, რუსეთი ახდენს ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებას, წამებას, მკვლელობას და ოკუპაციის ხაზზე ხდება მავთულხლართების გადმოწევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემმ ბრიუსელში, ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, პრემიერმა ევროკომისრებს ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: "მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ამ შესაძლებლობისთვის, რადგან დღევანდელი შეხვედრა უნიკალურ ფორმატს ქმნის საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ევროპული გზა ყოველთვის იყო მტკიცე. ქართველბმა აირჩიეს ევროინტეგრაციის გზა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანება. ეს არის ჩვენი ხალხის ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენი საკანონმდებლო და ინსტიტუციური სისტემები სწორდება, იმისთვის რომ ევროკავშირის სტანდარტებს მოერგოს. ყველა მიმართულებით ვვითარდებით და საქართველო ამ გზაზე არასდროს ყოფილა მარტო. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ევროპელ პარტნიორებს იმისთვის, რომ ფინანსურ შეთანხმებებზე ხელმოწერის შესაძლებლობა მოგვეცა. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენი პარტნიორობა ძალიან მყარია. გვინდა, კიდევ უფრო განვითარდეს ჩვენი ურთიერთობა და უფრო ფუნქციური დატვირთვა იქონიოს ამ ურთიერთობამ. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა უსაფრთხოების საკითხები საქართველოში და მშვიდობიანი გადაჭრის საკითხები. თუმცა, ეს ყველაფერი მიმდინარეობს რუსეთის პროვოკაციის ფონზე, რომელიც ყოველდღურად ინტენსიური ხდება. ჩვენი მოლაპარაკებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა, რუსეთი ახდენს ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებას, წამებას, მკვლელობას და ოკუპაციის ხაზზე ხდება მავთულხლართების გადმოწევა. ამ ძალიან რთულ კონტექსტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია ყველა განცხადება. ყველა განცხადებას ვაფასებთ იმისათვის, რომ ევროკავშირმა გაამახვილოს ამაზე ყურადღება და იქონიოს რეაგირება. მიგვაჩნია, რომ "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა", - განაცხადა მამუკა ბახტაზემ.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)