|
2018-11-21 12:50:48, 930 ნახვა
საზოგადოება
სოფელ დიღომში წყალარინების სისტემის მოწყობა იწყება
სოფელ დიღომში წყალარინების სისტემის მოწყობა იწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, წყალარინების გარე ქსელის არარსებობა სოფელ დიღმის მოსახლეობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომლის გადასაჭრელად სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია დღეიდან დაიწყებს. „წყალარინების გარე ქსელის არარსებობა სოფელი დიღმის მოსახლეობისთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა. ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებდით. სამუშაოები დღეს იწყება. ეს საკმაოდ დიდი პროექტია, რომელიც ოთხ ეტაპადაა დაყოფილი“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილია შეხვედრა სოფელ დიღმის მოსახლეობასთან, სადაც მათ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ. პროექტის დეტალებზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ისაუბრა. მისი განმარტებით, პროექტი ოთხწლიანია და მისი ჯამური ღირებულება 22 მილიონ ლარს შეადგენს. „დღეს ვიწყებთ პროექტის პირველ ეტაპს, რომლის ღირებულება დაახლოებით, 3 მლნ ლარამდეა. მომდევნო წლის განმავლობაში, პროექტი მთლიანად განხორციელდება და ჯამში, დაახლოებით, 16 კილომეტრამდე ქსელი მოეწყობა“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)