|
2018-11-20 13:25:59, 1444 ნახვა
საზოგადოება
კალაძე არასამთავრობოებზე: გაცოცხლდნენ? გამოვიდნენ სარდაფებიდან?
გაცოცხლდნენ, გამოვიდნენ სარდაფებიდან? - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა შეფასებითაც ვალების განულებასთან დაკავშირებული მთავრობის ინიციატივა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას შეიცავს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განმართა, ხსენებულ ინიციატივაზე საუბარი დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა და ეს არჩევნებს არ უკავშირდება. „გაცოცხლდნენ, გამოვიდნენ სარდაფებიდან? ამასთან დაკავშირებით დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა საუბარი. სანამ არჩევნების თარიღი გამოცხადდებოდა, მანამდე იყო საუბარი. ამაზე საუბრობდა პარტიის თავმჯდომარე, როდესაც ის შემობრუნდა პოლიტიკაში. ძალიან მიხარია, რომ პრობლემა, რომელიც 600 ათასზე მეტ ადამიანს აწუხებდა, მოიხსნება. ძალიან რთულია, დაუკავშირო არჩევნებს. პირველ ტურში რომ დამთავრებულიყო არჩევნები და მერე რომ გამოცხადებულიყო ეს გადაწყვეტილება, მაშინ რას იტყოდნენ? არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა თუ არის კითხვები რაიმე კითხვები, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან ალბათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)